
By
2008 წლიდან EUMM- მა 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება მხოლოდ სიტყვები არ არის და
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პატრულირება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
„2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
220 დამკვირვებლით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელვადიანი ერთგულების ხელშესახები გამოვლენაა“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის „ფეისბუქ“ გვერდზე.