By
ახალგაზრდებში ხელოვნების მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებლად
აჭარის მწერალთა სახლში აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტ ,,ვიარტის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ინოვაციური პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ხელოვნების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, არაფორმალურ გარემოში ლიტერატურისა და ფერწერის ახალი, თანამედროვე მიდგომების გაცნობას, ასევე, ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, შემოქმედებითი საქმიანობის წარმოჩენას.

VR (ვირტუალური რეალობა) – პროექტის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები და ვორქშოპები, სადაც მონაწილეებმა პროფესიონალ მენტორებთან ერთად იმუშავეს. შეიქმნა ნამუშევრები და გაერთიანდა ბროშურად, რომელიც შემაჯამებელ შეხვედრაზე წარმოადგინეს. ღონისძიების დასასრულ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
