„ჰელადოს“- ინკლუზიური თეატრალური დასის სპექტაკლი
By

„ჰელადოს“- ინკლუზიური თეატრალური დასის სპექტაკლი

ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ჰელადოსი“ წარდგა.

პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს შშმ ბავშვებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას, დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას, მათ პროფესიულ ზრდასა და საზოგადოების ცნობადობის ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა მეტყველების კულტურის განვითარების ონლაინ მასტერკლასები, ამავე ფორმატში მიმდინარეობდა მუშაობა სპექტაკლ „ჰელადოსის“ ტექსტურ ნაწილზე, როლებსა და სცენარზე. წარმოდგენაში შშმ ბავშვები და მოწვეული მსახიობები მონაწილეობდნენ. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ნიკოლოზ ტუღუში.

ღონისძიებას აჭარის კულტურის სამინისტროს, ასევე, განათლებისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ნოემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *