გიორგი ცინცაძემ რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში დასრულდა ქვაფენილის აყრა. ამ ეტაპზე ხორციელდება ბორდიურების დემონტაჟი, გრუნტის მოხსნისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები.
დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ნაწილობრივ აიყარა ქვაფენილი, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ტროტუარის მოწყობა.

სამუშაოები გეგმის მიხედვით სრულდება.
„რუსთაველის ქუჩის განახლების მეორე ეტაპი მაღალი ტემპით მიმდინარეობს.
ვფიქრობთ, დაგეგმილი სამუშაოები დადგენილ ვადაზე ადრე დასრულდება, ხოლო ახალი წლის შემდგომ, გოგებაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია გაგრძელდება.
რუსთაველის ქუჩის პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში 15-მდე ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა ხორციელდება. მათგან დაახლოებით 10-ის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება“, – აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.