By
შეჯიბრება ჭადრაკში – შშმ პირთა შორის
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის ჭადრაკში აჭარის ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი გაიმართა. ღონისძიებას სასტუმრო „იბი სტაილს ბათუმი“ მასპინძლობდა.
ტურნირი ცხრა მონაწილეს შორის წრიული სისტემით ჩატარდა.
ვაჟთა შორის ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი ამირან მალანიამ დაიკავა, მეორეზე ბადრი ბოლქვაძე გავიდა, მესამეზე – ზურაბ ზაქარიაძე.
ქალთა შორის პირველ ადგილზე ანა მგელაძე გავიდა, მეორეზე – ლიანა თედორაძე, მესამეზე – ელენე ზოიძე.
საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდნენ, ჩემპიონებს, ასევე, თასი გადაეცათ.
მანანა ძიძიშვილი