ლენა ჭაღალიძის საავტორო ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
By

ლენა ჭაღალიძის საავტორო ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლენა ჭაღალიძის საავტორო ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.   „LifeNote“ კონკურს „მედალიონის“ გამარჯვებული სცენარის მიხედვითაა გადაღებული.

კონკურსი აჭარის კულტურის სამინისტროს თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მიზანი საავტორო კინოს განვითარება, ახალი შემოქმედებითი იდეების მხარდაჭერა და კინოპროექტების წახალისება იყო.

ლენა ჭაღალიძის ფილმი „LifeNote“ ასახავს მთავარი პერსონაჟის ურთიერთობას დროსთან და  შემოქმედებით სივრცესთან.

მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაციას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, კინომოყვარულები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • იანვარი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *