გოჩა მიქელაძე – 45
ბატონო გოჩა, უკვე მეხუთე თვე მიდის, რაც შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმიანობთ როგორც ზამლეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. 3 თებერვალი თქვენი დაბადების დღეა. აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ამ თარიღს პირველად გილოცავთ. მოკრძალება და ამომრჩეველთა მიმართ გამოცხადებული მადლობა იმ განცხადებაშიც გამოხატეთ, რომელიც არჩევიდან მალევე გააკეთეთ.
მიზანშეწონილად ჩავთვალეთ რამდენიმე წინადადების მოშველიება: „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის რაიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ბატონ ფრიდონ ფუტკარაძეს, შტაბის ყველა წევრს საარჩევნო პროცესების სწორად და კარგად ორგანიზებისათვის, რაც, მოსახლეობის მიერ გამოცხადებულ მაღალ ნდობასთან ერთად, გახდა საფუძველი დამაჯერებელი შედეგების მიღწევისა. წარმატებებს ვუსურვებ უკვე მეორე ვადით არჩეულ შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ომარ ტაკიძეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლად არჩეულ თავმჯდომარეს ბატონ იაგო დავითაძეს, ასევე პროპორციული სიითაა და მაჟორიტარული წესით არჩეულ ყველა დეპუტატს. მჯერა და მწამს, ეს 4 წელიც იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და გაძლიერების პერიოდი“. ამ ამონარიდით იკვეთება, რომ მმართველი პარტიისა და ამომრჩეველთა ნდობას გაამართლებთ.
წარმატებული გვარისა და კარგი ოჯახის შვილს სხვაგვარად ყოფნა არც შეგიძლიათ. ღირსეულ მამას საამაყოდ გაქვთ, რომ თქვენმა ქალიშვილმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და 70-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა.
გილოცავთ დაბადების 45-ე წლისთავს. დღემდე წარმატებით მოდიხართ და ასე გააგრძელეთ ერისა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა!
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები
და აპარატის თანამშრომლები