აჭარის ჩემპიონატი – სპორტულ კარატეში
By

აჭარის ჩემპიონატი – სპორტულ კარატეში

აჭარის სპორტული კარატეს ფედერაციის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მხარდაჭერით, აჭარის ჩემპიონატი ჩატარდა სპორტულ კარატეში, რომელსაც ხელვაჩაურის სასპორტო სკოლამ უმასპინძლა. ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სულ 43 სპორტსმენი მონაწილეობდა

შეჯიბრებაში სხვებთან ერთად, კლუბ „ტალანტის“ (მთავარი მწვრთნელი დავით ვერძაძე) 11 სპორტსმენი ასპარეზობდა. სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე საბა ხარაძე, ქეთი ხარაძე, ლუკა შაინიძე, ილონა ფევაძე, ბაჩი სურმანიძე, გიგი ჟოჟაძე გავიდნენ. ვერცხლის მედლები ნიკოლოზ კახიძემ, ომარ ნაკაიძემ, რეზი კოკობინაძემ მოიპოვეს,  ხოლო ბრინჯაო – ცოტნე შერიფაძემ.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • თებერვალი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *