1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა
მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე მსოფლიოს 130 ქვეყანაში აღინიშნება, 83 ქვეყანაში კი ეს დღე სახელმწიფო დღესასწაულად არის გამოცხადებული.
1 მაისის აღნიშვნა უკავშირდება ჩიკაგოს სისხლიან შეტაკებას. 1886 წელს ჩიკაგოს ქუჩებში გამოსული ადამიანები 8-საათიან სამუშაო დღეს მოითხოვდნენ. ჩიკაგოს პოლიციის მიერ გახსნილ ცეცხლს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, პოლიციის ოფიცრებიც. დასაქმებულთა სოლიდარობის დღის აღსანიშნავად, პირველად 1890 წლის 1 მაისს, გაიმართა საერთაშორისო აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ბელგიის, გერმანიის, დანიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების დასაქმებულები.
მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღნიშნეს ბათუმშიც.
-1 მაისის აღნიშვნის მთავარი მიზანი სოლიდარობის გამოხატვასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რაშიც იგულისხმება დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ჩართულობით ერთობლივი კამპანიები. აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანება ულოცავს ყველა მშრომელს 1 მაისს – მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს. ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად იმუშავებს მათი უფლებების დასაცავად, – განაცხადა აჭარის პროფკავშირების გაერთიანების დირექტორმა ლევან გურგენიძემ.