By
ირანი ომის ყველა ფრონტზე დასრულებას მოითხოვს
ირანის სამშვიდობო წინადადება აშშ-ის მიმართ მოითხოვს ომის დასრულებას ყველა ფრონტზე, – ამის შესახებ ინფორმაცია ირანულ მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება.
მედიის ინფორმაციით, ირანის მიერ შეთავაზებული ტექსტი ომის ყველა მიმართულებით დასრულების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
გავრცელებული ცნობით, ტექსტი, რომელიც ამერიკულ მხარეს პაკისტანის მეშვეობით გაეგზავნა, აშშ-ს სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს. ასევე, ხაზს უსვამს ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულების აუცილებლობას, პირველადი შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
ომის დაუყოვნებლივ დასრულების გარდა, ირანი მოითხოვს გარანტიებს, რომ მათზე თავდასხმები აღარ განახლდება.