By
ერთკვირიანი ტრენინგი – მზარეულებისათვის
ქედაში მზარეულებისთვის ტრენინგები დაიწყო.
ერთკვირიანი ტრენინგებისას განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულები სწავლობენ ცომეულის მომზადებას, ხორცეულის კერძების მომზადებას, თევზეულის დამუშავება-მომზადებას, ბოსტნეულის და მხალეულის კერძების მომზადებას, ხორცის ტექნოლოგიასა და ღია ცეცხლზე მომზადებას, ფრინველის დამუშავებასა და ფრინველის კერძის მომზადებას.
ტრენინგების მიზანია მთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.
ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, ამ კვირიდან კი შუახევისა და ქობულეთის მზარეულებისთვის გაგრძელდება.