By
ლუკას გიგამაც მიბაძა
ძმები ლუკა და გიგა სვანიძეები შუახევის რაიონის სოფელ ტბეთის ლომსიანეთის უბნის მკვიდრები არიან. უბანი სოფლის სკოლას დიდი მანძილითაა მოშორებული. მშობლებმა სპორტული მონაცემების ბიჭები სასწავლებლად და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სავარჯიშოდ ბათუმში გადაიყვანეს. მწვრთნელი ზურა კეკელიძე მათზე იმედებს ამყარებს. ლუკა უკვე ერთ-ერთი რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულია.
უფროს ძმას არც 10 წლის გიგა ჩამორჩა. წლევანდელ თამარობაზე, ოზურგეთში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შაქრო ტუღუშის და იური ხომერიკის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა. გიგამ 35-კილოგრამიან წონით კატეგორიაში ყველა მეტოქეს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა.
თამაზ მგზავრიძე