ლავროვი: ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა
By

ლავროვი: ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა

ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელებმა ყველა შესაძლებლობა ჩააგდეს.

„როდესაც აშშ დიალოგის მოწოდებით გამოდის, ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩემთვის ევროპა მის ამჟამინდელ მდგომარეობაში, ამ ელიტების ხელმძღვანელობის ქვეშ – მოჭრილი ნაჭერია დიდწილად. იქ ხმები გაისმის: ჩვენ მაინც ოდესღაც დავილაპარაკებთ, – მაგრამ ეს არასერიოზულია. მათ უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ და ყველა შესაძლებლობა ჩააგდეს“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ტრამპის ხელახლა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიალოგი აღდგა, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრები იმართებოდა, ლავროვი რუბიოს ერ-რიადში შეხვდა, ხოლო ტრამპი პუტინს – ალასკაში.

ამასთან, ლავროვის თქმით, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესში თქვა უკრაინის მხარდაჭერაზე, მეტყველებს, რომ „ბაიდენის ომი“ გახდა „ტრამპის ომი“.

„და ჩვენი კოლეგები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, დონალდ ტრამპი ხაზს უსვამდა საჯაროდ: მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ იქნებოდა, ეს ბაიდენის ომია, ის არავის არ სჭირდება, ხალხი იღუპება. მაგრამ ის, რაც მარკო რუბიომ კონგრესში თქვა, აშშ-ის არა როგორც შუამავლის, არამედ როგორც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნის როლზე, საპირისპიროზე მეტყველებს: რომ ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომი გახდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *