დონალდ ტრამპი – ჩვენი სამხედროებისა და ტექნიკის გარეშე უკრაინა ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესანიშნავი იქნებოდა, ზელენსკი და პუტინი მოლაპარაკებებისთვის თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის დახმარებას უკრაინის მიმართ და დასძინა, რომ ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინა აქამდე ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებდა.
„ჩვენი სამხედროებისა და ტექნიკის გარეშე უკრაინა დღეს ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. იმ ტექნიკის გარეშე, რომელიც მე მათ მივაწოდე, უკრაინა ერთ ან ორ დღესაც ვერ გაძლებდა“, – ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ჟურნალისტებთან ორივე მხრიდან დათმობაზეც ისაუბრა.
,,მე შევთავაზე ეს დათმობები და, იცით, ჩვენ ამისთვის არამცირე ძალისხმევა გავწიეთ… მინდა, რომ თითოეული მხარე წავიდეს გარკვეულ დათმობებზე და ვფიქრობ, ისინი ასეც მოიქცევიან“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.