პენიტენციური დაწესებულება :  ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით
By

პენიტენციური დაწესებულება :  ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით

პარტია „დროას“ აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. გიგა ლემონჯავას განცხადების პასუხად, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ ელენე ხოშტარიას დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან, მსჯავრდებულის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთან, ან დამატებით გამოკვლევებთან დაკავშირებით.

მათივე თქმით, მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.  „ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“,- აღნიშნავენ უწყებაში.

 

  • No Comments
  • ივნისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *