მრჩეველთა საბჭო აქტიურობს
By

მრჩეველთა საბჭო აქტიურობს

მიმდინარე წლიდან შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ლევან ნატარიძე ხელმძღვანელობს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გააქტიურება და საზოგადოების ინტერესებისთვის ხელშეწყობა. მორიგ სხდომაზე შუახევში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა სარდიონ დავითაძემ, ლევან კილაძემ, რაჟდენ, ტარიელ ფუტკარაძეებმა, მერაბ მაკარაძემ, ლილი შარაშიძემ ყურადღება გაამახვილეს რაიონში მიმდინარე პროცესებზე, რიგ პრობლემებზე.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მერის მოადგილეებმა მირიან აბაშიძემ, გიორგი კეკელიძემ მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და საბჭოს წვრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ივნისი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *