გომარდულში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება
სოფელ გომარდულის ცენტრისა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი. საკონკურსო შერჩევის შემდეგ, გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს შეუდგა.
სოფლის ცენტრში თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი ადმინისტრაციული შენობა აიგება, რომელშიც განთავსდება სოფლის ხელმძღვანელის ოფისი, თემის სამედიცინო პუნქტი და მრავალფუნქციური დარბაზი მასობრივი და კულტურული ღონისძიებებისთვის. შენობა აღიჭურვება შესაბამისი ავეჯითა და ინვენტარით, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ასევე, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია, დაიდგმება მოსასვენებელი სკამები, თანამედროვე ტიპის ლამპიონები, საბავშვო ატრაქციონები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

დაგეგმილია მოსასვენებელი სივრცეების, ფანჩატურების, საკოცონე სივრცის, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების სისტემის მოწყობა. ასევე, განთავსდება მონიტორი სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩვენებისთვის.
რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულებულია ბეტონის საფარის დაგება და საყრდენი კედლების მშენებლობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 962 ათასი ლარია გამოყოფილი.
სამუშაო პროცესებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მურად ქათამაძე გაეცნენ.
ოთარ ცინარიძე