By
საქსტატი: 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი 5.8%-ით ანუ 216 ათასი ადამიანით გაზრდილია
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს.
მისი თქმით, 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი გაზრდილია 5.8%-ით ანუ 216 ათასი ადამიანით.
საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 84.1% ანუ 3 მილიონ 304 ათასი ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5% -ით ანუ 80 ათასი კაცით.