„შავი ზღვის ვარსკვლავები“ – ბავშვთა და მოზარდთა სილამაზის ფესტივალი მონაწილეებს ელის
By

„შავი ზღვის ვარსკვლავები“ – ბავშვთა და მოზარდთა სილამაზის ფესტივალი მონაწილეებს ელის

4 ივლისს „სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი“ ბავშვთა და მოზარდთა სილამაზის ფესტივალს „შავი ზღვის ვარსკვლავები“ უმასპინძლებს. უკვე ათწლიანი ისტორიის მქონე პროექტი, რომლის დამფუძნებლები ქეთევან გორგაძე და თამილა ბერიძე არიან, წელსაც 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის გაიმართება. ფესტივალის მთავარი მიზანი ბავშვების ბუნებრივი სილამაზის, ნიჭისა და თავდაჯერებულობის წარმოჩენაა. ორგანიზატორები მონაწილეებს არა მხოლოდ დაუვიწყარ სანახაობას, არამედ პოზიტიურ ემოციებს, ახალ მეგობრებსა და თავის ნამდვილ ვარსკვლავად შეგრძნებას ჰპირდებიან.

– სილამაზის ფესტივალს უკვე 10 წელია რაც ვატარებთ. რამდენიმეჯერ გავმართეთ „ოაზისში“ და წელსაც ეს სასტუმრო ვამჯობინეთ, რადგან პროექტის შემდეგ ბავშვებს გართობის საშუალებაც ეძლევათ. აკვაპარკი მათ მომსახურებას გვთავაზობს და ბავშვებს ეს ძალიან ახარებთ. რაც შეეხება პროექტს, ჩვენი მიზანი ბავშვების გულწრფელი ღიმილი და მათი სუფთა, ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენაა. ისინი ეჩვევიან კომუნიკაციას, თავიანთ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ მაყურებლის წინაშე. რეპეტიციების დროს ვცდილობთ პატარებს სიმორცხვის გრძნობა მოვუხსნათ, გავეცნოთ და გავაცნოთ თანატოლები, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავი ნამდვილ ვარსკვლავებად იგრძნონ. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ყველა მონაწილე თანაბარი პრიზებით ჯილდოვდება, რათა გული არავის დაწყდეს. ჩვენს მომსახურებაში შედის ფოტოსესიაც, ინდივიდუალურ ფოტოებს მათ პროფესიონალი ფოტოგრაფი უღებს, ასევე, – ვიდეოსაც, რომელიც იუთუბზე აიტვირთება. 1-ელ ეტაპზე მონაწილეები პოდიუმზე თავისუფალი, თანამედროვე ჩაცმულობით გაივლიან, მე-2 ეტაპზე კი სამეჯლისო ტანსაცმლით, რითიც პროგრამის ბოლოს დაჯილდოვდებიან. ბავშვთა და მოზარდთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და გელით ყველას! – გვითხრა ფესტივალის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა ქეთევან გორგაძემ.

მონაწილეობის მსურველებმა დარეკეთ ნომრებზე: 599077134, 558616115

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *