ფიქტიური ქორწინება დაისჯება
By

ფიქტიური ქორწინება დაისჯება

მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება – ამ მიზნით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, ცვლილებები შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.

ცვლილებები ეხება სასწავლო ბინადრობის მიღებას, ასევე, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემდგომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქტიური ქორწინება. გარდა ამისა, ცვლილებებით, გარკვეულ შემთხვევებში, უცხოელ მსჯავრდებულს სასჯელის დარჩენილი ნაწილი შეიძლება უფრო მსუბუქი სასჯელით შეეცვალოს, რაც საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას ითვალისწინებს.

„გავამკაცრეთ კანონები, რათა ხელი შეგვეწყო შსს-სთვის, რომ უფრო მოქნილად იმუშაონ ამ მიმართულებით. ეს პრობლემა დღეს საქართველოს წინაშე არ დგას, თუმცა ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ გადავაზღვიოთ ყველანაირი პოტენციური რისკი“, – აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

 

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *