By
ცოტნე ანანიძე – პოლიტიკური პარტიის არსი ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მისი რეალიზებაა
მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ იქცა ძალაუფლების პარტიად, რაც მათ ეხმარება, რომ მეტი მხარდამჭერი მოიპოვონ.
აღნიშნულს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა. პოლიტიკოსის თქმით, პოლიტიკური პარტიის არსი სწორედ ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მისი რეალიზებაა.
„პოლიტიკური პარტიის არსი ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მისი რეალიზებაა. შესაბამისად, ვიქტორ ყიფიანის ეს შეფასება, სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული სიძლიერისა და პოლიტიკური წონის აღიარებაა“, – წერს ცოტნე ანანიძე.