მასწავლებლების კონფერენცია – ქობულეთში
By

მასწავლებლების კონფერენცია – ქობულეთში

ქობულეთის სსიპ „აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლაში“ მასწავლებელთა XI მუნიციპალური კონფერენცია „სწავლა/სწავლებისა და განათლების ხარისხის მართვის თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, პედაგოგებმა წარმოადგინეს თემატური მოხსენებები, პრაქტიკული გამოცდილება და ინიციატივები. ყურადღება დაეთმო განათლების ხარისხის მართვის აქტუალურ საკითხებსა და ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვას.
ღონისძიების მიზანი იყო პედაგოგიური პრაქტიკის წარმოჩენა, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა.
კონფერენციაში 50-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა.
კონფერენციის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, მერის მოადგილე, ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და მოწვეული სტუმრები.

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *