სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების ოდენობა იცვლება – რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების შემცირებას ეხება.
ცვლილებების მიხედვით, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა განისაზღვრება შემდეგი სახით: 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 30 კმ/სთ-ის გადაჭარბებისთვის – 50 ლარი; 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 50 კმ/სთ-ის გადაჭარბებისთვის – 100 ლარი; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის – 300 ლარი.
ამასთან, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის. კერძოდ, აღნიშნული ქმედება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარის.
პროექტით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა – 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ნაცვლად 5 000 ლარის, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 5 000 ლარის. განმეორებით ჩადენა დაჯარიმდება 1 000 ლარით.