უცხოელ სტუდენტებს ბინადრობის უფლება შესაძლოა, სწავლის შეწყვეტისა და კრედიტების დაუგროვებლობის გამო შეუწყდეთ
By

უცხოელ სტუდენტებს ბინადრობის უფლება შესაძლოა, სწავლის შეწყვეტისა და კრედიტების დაუგროვებლობის გამო შეუწყდეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, უცხოელი სტუდენტებისთვის სასწავლო ბინადრობის წესები მკაცრდება. მისი თქმით, შემოდის უცხო ენის ცოდნის დამატებითი შემოწმების მექანიზმი, რომლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ენის სერტიფიკატების ჩამონათვალს, ხოლო გამოცდების ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, თავად ჩაატარებს გამოცდას.
დარახველიძის განმარტებით, სასწავლო ბინადრობის ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით, სტუდენტი ბინადრობის უფლებას დაკარგავს, თუ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 20 კრედიტს ვერ დააგროვებს, 90 დღეზე მეტი ხნით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს ან არასაპატიო მიზეზით, 183 დღეზე მეტი ვადით დატოვებს ქვეყანას.
„გარდა ამისა, იმისთვის, რომ ბოროტად არ იქნეს გამოყენებული უმაღლესში ჩარიცხვა ბინადრობის უფლების მისაღებად, გთავაზობთ ვერსიას, რომ გაიწეროს სწავლის ვალდებულება. კერძოდ, თუკი ერთი სასწავლო წლის მანძილზე კრედიტების მინიმუმ მესამედს, ანუ მინიმუმ 20 კრედიტს არ დააგროვებს სტუდენტი, დაკარგავს ბინადრობის უფლებას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *