შეხვედრა – ახალგაზრდებთან
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე ბათუმში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გამართული YRC აკადემიის დასკვნითი ეტაპის პანელურ შეხვედრაში მონაწილეობდა.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ტურისტული სეზონისთვის ქალაქის მზადყოფნის, ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობებისა და მათთვის საინტერესო სხვადასხვა სერვისის შესახებ.
YRC აკადემია ახალგაზრდებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდა ტრენინგ-სემინარებს ტურიზმისა და მომსახურების მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, მასობრივი კომუნიკაციების დოქტორი, სრული პროფესორი, ტრენერი და აჭარაში მოქმედი დამოუკიდებელი გიდი თამარ ორაგველიძე უძღვებოდა.
პროექტის მიზანს აღნიშნულ სფეროში ახალგაზრდებისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების გაცნობა და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა.
ღონისძიების დასასრულს YRC აკადემიაში ჩართულ 20 ახალგაზრდას სერტიფიკატები გადაეცათ.