By
დონალდ ტრამპი – ზელენსკი საკმაოდ კარგად მოქმედებს, ის მამაცია
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება რუსეთის წინააღმდეგ ომს.
ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ზელენსკი ომს იგებს, ტრამპმა უპასუხა:
„ის საკმაოდ კარგად ართმევს თავს, როგორი კუთხითაც არ უნდა შეხედოთ ამას. ყოველ შემთხვევაში, თავის პოზიციებს ინარჩუნებს. ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ ვფიქრობ, ის საკმაოდ კარგად მოქმედებს. უნდა ითქვას, რომ ის მამაცია. მას კარგი სამხედრო ტექნიკა აქვს, მაგრამ ასევე, ჰყავს შესანიშნავი ადამიანები – მებრძოლები“, – აღნიშნა ტრამპმა.