დიმიტრი მედვედევი: დასავლეთმა სისხლის წყურვილი 2008 წლის საქართველოს კონფლიქტით ვერ მოიკლა
აღნიშნული განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა გააკეთა და აღნიშნა: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა მარიონეტული რეჟიმები რუსეთის წინააღმდეგ დამრტყმელ ძალად გამოიყენეს. ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაშიც, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში აგრესია განახორციელა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მაშინ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო ოპერაცია ჩაატარეს და სისხლისღვრა შეწყდა. ეს მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც, რომელიც 2014 წელს რუსოფობიის კერად იქცა. სამწუხაროდ, ახლა ეს მოლდოვის და უკვე სომხეთის შემთხვევაშიც ხდება“, – აღნიშნა მედვედევმა.
მისი თქმით, მაშინ, ევროპა და აშშ გონივრულად მოიქცნენ და კონფლიქტში არ ჩაერთნენ.
„ჩვენ დავთანხმდით, ე.წ. ცუდ მშვიდობაზე. თუმცა, სამწუხაროდ, მეორე მხარემ სისხლის წყურვილის დაკმაყოფილება ვერ შეძლო და საკუთარი შეცდომები არ გაითვალისწინა“, – აღნიშნა მედვედევმა.