ბათუმის აეროპორტი მზადაა შეუფერხებლად მოემსახუროს მგზავრების მზარდ ნაკადს
By

ბათუმის აეროპორტი მზადაა შეუფერხებლად მოემსახუროს მგზავრების მზარდ ნაკადს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ მიმდინარე ტურისტულ სეზონს ბათუმის აეროპორტი სრული მზაობით ხვდება და მზადაა, შეუფერხებლად მოემსახუროს მგზავრების მზარდ ნაკადებს.

საუბარი ასევე შეეხო სანავიგაციო სეზონთან დაკავშირებულ გეგმებს, ფრენების განახლებულ განრიგებსა და მზარდი მგზავრთნაკადის ეფექტიანად მომსახურების საკითხებს.

სამუშაო პროცესის მიმდინარეობა მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ გააცნო. მანვე ადგილზე ბათუმის აეროპორტის გაფართოების ხედვა წარადგინა.

პროექტის თანახმად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის არსებულ 8,000 მ²-ს დაახლოებით 1000 მ² ფართობის ახალი სივრცეები ემატება, რომელიც მოიცავს როგორც საოპერაციო, ასევე, ადმინისტრაციულ ზონებს, – სხვადასხვა ზონაში მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების ერთობლიობა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას, ჯამში, 22-25%-მდე გაზრდის.

2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1,230,200 მგზავრს მიაღწია, რაც 2024 წლის მონაცემებთან შედარებით, 29%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ – მაისის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული რეისების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამუშაო შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან და ზურაბ პატარაძესთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ესწრებოდა.

 

  • No Comments
  • ივნისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *