By
ამინდი გაუარესდება!
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში – ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).