ძველ ბულვარში კიდევ ერთი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო
By

ძველ ბულვარში კიდევ ერთი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო

ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა, ახალი, მწვანე სკვერი მოეწყო, რომელიც ბუნებრივად აგრძელებს იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერს.

ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში, განახლებულმა სივრცემ პირვანდელი, ავთენტური იერსახე დაიბრუნა და ჰარმონიულად შეერწყა ძველი ბულვარის ისტორიულ გარემოს.

სკვერი მოიცავს კეთილმოწყობილ ბილიკებს, გამწვანებულ ზონასა და საბაღე ინფრასტრუქტურას, რაც ბულვარის ვიზიტიორებისთვის კიდევ უფრო კომფორტულ, სასიამოვნო და მიმზიდველ გარემოს ქმნის

  • No Comments
  • ივნისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *