აჭარას გერმანელი ფუდბლოგერი სტუმრობდა
აჭარის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს გერმანელი ფუდბლოგერი სტუმრობდა.
რენდი მალკოლმ გემბელმა რეგიონში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარამენტის მოწვევით იმოგზაურა და ათიათასობით გამომწერს ქართული სამზარეულო გააცნო.
ტურის განმავლობაში, ფუდბლოგერმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნა.
ის ასევე სტუმრობდა ღვინის მარნებს მთიან აჭარაში, სადაც რეგიონში გავრცელებულ მეღვინეობის პრაქტიკას, ადგილობრივი ვაზის ჯიშებს, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნო.
გერმანელმა ფუდბლოგერმა, რომლის სამოგზაურო კონტენტს YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე მილიონობით ნახვა აქვს, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისკენ მოუწოდა.