მემორანდუმი გაფორმდა
By

მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია ,,ტოიოტა ცენტრ ბათუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ და კომპანიის დირექტორმა გოდერძი სურმანიძემ მოაწერეს. ინფორმაციას  ბსუ-ის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მემორანდუმი სტუდენტებისთვის პრაქტიკის, სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები, ასევე, ერთობლივ  პროექტებსა და სხვადასხვა ღონისძიებას განახორციელებენ.

  • No Comments
  • ივნისი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *