By
საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია წარმატებით გაიარა
ხულოს მუნიციპალიტეტში ხუთმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია წარმატებით გაიარა, რაც სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელოვანი დასტურია.
ავტორიზაცია წარმატებით გაიარა: ყინჩაურის, კვატიის, ღურტის, ქედლებისა და მეკეიძეების საბავშვო ბაღებმა. აღნიშნული პროცესი ადასტურებს, რომ დაწესებულებები აკმაყოფილებენ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მოქმედ მოთხოვნებს და აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, კეთილმოწყობილ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს უზრეუნველყოფენ.
ავტორიზაციის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თითოეული საბავშვო ბაღისთვის, ისე, მთლიანად, მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ის ხელს უწყობს სკოლამდელი განათლების ხარისხის ზრდას და ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნას.
თამაზ მგზავრიძე