სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს
By

სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს. სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა, ედნარ ნატარიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია-დოკუმენტი წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი მზარდ დინამიკასა და მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული, რის საფუძველსაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრები და მიღებული შედეგები იძლევა. დოკუმენტი, რომელიც ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია, საშუალებას იძლევა განისაზღვროს ავტონომიური რესპუბლიკის მომდევნო ოთხი წლის პარამეტრები, ამასთან, ძირითადი მიმართულებების პარალელურად, სხვადასხვა სფეროსა და სიახლეს მოიცავს.

როგორც ედნარ ნატარიძემ აღნიშნა, კვლავ აქტუალური და პრიორიტეტულია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება, მოსახლეობის სოციალური დაცვა, ჯანდაცვის პროგრამებით უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურული, განათლების, სპორტის, კულტურის, სოფლის მეურნეობის მიმართულებები. პროგრამების ზრდის პარალელურად, იზრდება ბენეფიაციართა რაოდენობაც. ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს, მათ მოთხოვნილებებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები. კომიტეტი მინისტრის მიერ წარდგენილ დოკუმენტს დაეთანხმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *