აჭარაში MRI-ის  თანამედროვე შესაძლებლობებზე  სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
By

აჭარაში MRI-ის  თანამედროვე შესაძლებლობებზე  სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილე მარი ზანაქიძესთან ერთად, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრო, სადაც განხილული იყო თანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და მისი უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობები.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა თანამედროვე ციფრული კვლევის მეთოდების ირგვლივ გამართული შეხვედრისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტების დროული დიაგნოსტირებისთვის.

,,აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთვის ონკოლოგიური დაავადებების მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წელს აღნიშნული მიმართულებით 12 მილიონ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული და პაციენტებს საშუალება ეძლევა, მიიღონ როგორც თანამედროვე დიაგნოსტიკური, ისე მკურნალობის სერვისები. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, მათ შორის, პოზიტრონ-ემისიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (PET/CT), ციფრულ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და იმუნოთერაპიული მედიკამენტების დაფინანსებას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ სამინისტრო აფინანსებს ძვლის ტვინის აუტოლოგიურ, ალოგენურ და ჰაპლოიდენტურ ტრანსპლანტაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პარალელურად, ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს სკრინინგის პროგრამები“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედრაზე სპეციალისტებმა განიხილეს MRI-ის ინოვაციური მიდგომები, დიაგნოსტიკური სიზუსტის გაუმჯობესების გზები და აუდიტორიას გაუზიარეს კლინიკურ პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება.

კონფერენცია კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო საზოგადოებისათვის უახლესი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს დიაგნოსტიკის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას საქართველოში.

 

  • No Comments
  • ივნისი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *