30 საჯარო სკოლაში სახელოვნებო სივრცე ამოქმედდება
By

30 საჯარო სკოლაში სახელოვნებო სივრცე ამოქმედდება

სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის, მოსწავლის ინტერესებსა და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული შემოქმედებითი გარემოს შექმნის მიზნით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2023 წლიდან საჯარო სკოლებში სახელოვნებო სივრცეების რემოდელირების პროექტს ახორციელებს.

მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქობულეთის №1 საჯარო სკოლაში იმ სახელოვნებო სივრცეების განმახორციელებელი სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა, რომლებიც ჩართულები არიან აღნიშულ პროგრამაში.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ სივრცეების არსებობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში როგორც თანამედროვე ხელოვნების მიმართულებების შესწავლას, ასევე, ტრადიციული დარგების შენარჩუნება-პოპულარიზაციას.

ახალი სასწავლო წლიდან სახელოვნებო სივრცეები 30 საჯარო სკოლაში ამოქმედდება. პროექტი გულისხმობს სახელოვნებო სივრცისთვის შესაბამისი გარემოს მოწყობას, თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვას, სახვითი და გამოყენებითი რესურსებით უზრუნველყოფას.

 

  • No Comments
  • ივნისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *