By
მორიგი სამეცნიერო კონფერენცია
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ქართველური ენათმეცნიერების სპეციალობის მაგისტრანტთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარები, აგრეთვე დუზჯესა და რიზეს (თურქეთი) უნივერსიტეტების მაგისტრანტები. ერთი სექციის მუშაობა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. აღნიშნულ კონფერენციას საფუძველი 2007 წელს პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ ჩაუყარა.
თამაზ მგზავრიძე