ოკუპირებული ყირიმი, ხერსონი და დონეცკი დრონებით თავდასხმის შემდეგ, ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ
By

ოკუპირებული ყირიმი, ხერსონი და დონეცკი დრონებით თავდასხმის შემდეგ, ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ

დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხერსონის ოლქში, ყირიმსა და დონეცკში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ელექტროენერგია მასიურად გაითიშა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე და ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორზე ვოლოდიმირ სალდოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმში, სევასტოპოლსა და ქერჩში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბახჩისარაის რაიონის სოფელ ნეკრასოვკას მახლობლად მდებარე ელექტროქვესადგური დაზიანდა.

ხანძარი ასევე, გაჩნდა დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში, ღამით დრონებით თავდასხმის შემდეგ.

ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის ვოლოდიმირ სალდოს ინფორმაციით, ოლქში ელექტროენერგია გაითიშა.

„ხერსონის ოლქის ყველა რაიონი მთლიანად ან ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა“, – განაცხადა სალდომ.

 

  • No Comments
  • ივნისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *