By
მარიამ ბოლქვაძის წარმატება
28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, უიმბლდონზე, ძირითად ბადეში კარიერაში პირველი შეხვედრა გამართა და ავსტრალიის სახელით მოასპარეზე აილა ტომლიანოვიჩი (94) 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა.
მარიამმა უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრამდე ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ჯულია გრაბერი, კინოშიტა და ვანდრომი დაამარცხა.
მარიამი დღეს ამერიკელ ეშლინ კრუგერს დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათის შემდეგ დაიწყება.