„ბოჰემურები“ – პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
By

„ბოჰემურები“ – პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

2 ივლისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მორიგი პრემიერა – სახელწოდებით „ბოჰემურები“ გაიმართა, რომლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ირაკლი კავსაძე გახლავთ,
მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე, ქორეოგრაფი – ირინა კავსაძე, რეჟისორის თანაშემწე კი ნატო ღლონტია. მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ადამი – გიორგი ტაბიძე, ევა – ირინა კავსაძე, გველი – ქეთა ბარამიძე, კაენი – ტამანგო ჯღერია, აბელი – კახაბერ ბრეგაძე, კალიგულა – დავით მამრიკიშვილი, ელიზაბეტი – მარიამ მაშავა, ბუნება – ნინა დიასამიძე, თამარ ბოლქვაძე.

სპექტაკლში გამოყენებული იყო სხვადასხვა კომპოზიტორის მუსიკა:

გია ყანჩელის, ალფრედ შნიტკეს, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, არამ ხაჩატურიანის და კონსტანტინე (კოკი) ლორთქიფანიძის.

ორიგინალური დადგმის ავტორები: რეჟისორი – პაატა ციქურიშვილი
ქორეოგრაფი – ირინა ციქურიშვილი.

ქორეოგრაფიულ-მუსიკალური, უსიტყვო წარმოდგენა ერთ მოქმედებად
ადამიანის ისტორიაზე იყო აგებული – დაბადებიდან მონანიებამდე.
სპექტაკლი ბიბლიური და ისტორიული მოტივების შერწყმით მოგვითხრობს კაცობრიობის მარადიულ გზაზე. ადამისა და ევას შექმნიდან, კაენის ცოდვიდან და ბაბილონის გოდოლის აღზევება-დანგრევიდან იწყება მოგზაურობა, რომელიც სხვადასხვა ეპოქის მეფეების, იმპერატორების, ომების, გამარჯვებებისა და ბოჰემური ცხოვრების ფრაგმენტებს აცოცხლებს.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *