By
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი თაობის აღზრდის საქმეში
ნოდარ შავაძე
დიდი დანაკარგია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის პედაგოგის, ნოდარ შავაძის გარდაცვალება როგორც სოფლისთვის, ისე მთელი კუთხისთვის..
გამორჩეული, საინტერესო და უშუალო იყო მისი დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი თაობის აღზრდის საქმეში სკოლის დირექტორად და პედაგოგად მუშაობის პერიოდში. ასევე, ბევრი გააკეთა სოფლისთვის მისი ხელმძღვანელობის დროს.
გვესმის ოჯახის, მეგობრების, სკოლისა და სოფლის ტკივილი, რასაც ჩვენი ღრმა და გულწრფელი მწუხარებით ვუერთდებით.
მისი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში.
მადლიერი მოსწავლეების სახელით, გია ბერიძე, ზვიად მარკოიძე, თამაზ დიმიტრაძე