ირაკლი ქადაგიშვილი  ,,ნაცმოძრაობაზე“ – პარტიის განახლება სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
By

ირაკლი ქადაგიშვილი  ,,ნაცმოძრაობაზე“ – პარტიის განახლება სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიის 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. მისი თქმით, იმისთვის, რომ სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, ის უნდა იყოს ლეგიტიმური. აღნიშნულს  ჟურნალისტებთან გამოეხმაურა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, რომლის თქმითაც,  პარტიაში თავმჯდომარე ვინ იქნება, ეს მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული.

„პარტიაში თავმჯდომარე ვინ იქნება, ეს მიხეილ სააკაშვილის ახირებებზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიას ნორმალური რესურსი არ აქვს, რათა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს და თავისი შიდაპარტიული კომუნიკაცია გამართული იყოს. ეს ყველაფერი მრავალწლიან საბოტაჟზე აგებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც პარტიას შიგნით დაუბრუნდა. ის, რასაც ისინი საქართველოსთვის აკეთებდნენ და იმეტებდნენ საბოტაჟის კუთხით, დღეს ამის მსხვერპლი თავად გახდნენ. ვინც ხმას „ნაცმოძრაობას“ აძლევდა, მათი რაოდენობა დრამატულად შემცირდება. ვინ გააყალბა ოქმი და ვის არ შეატყობინეს პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების თარიღი, ეს ამომრჩეველს აჩვენებს, რომ ამ პარტიამ ნდობის ყოველგვარი რესურსი დაკარგა. პარტიის განახლება სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ ჯიჯგვნაში რომელი დაჯიჯგნის, თუ ეს არის რეფორმა და განახლება, ეს ამომრჩეველმა შეაფასოს. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ერთ-ერთ მთავარ ამრევად რჩება,  ფაქტია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *