ზელენსკი: პუტინს იმედი აქვს, რომ ამ ომს კიდევ უფრო გააჭიანურებს
By

ზელენსკი: პუტინს იმედი აქვს, რომ ამ ომს კიდევ უფრო გააჭიანურებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  რუსეთ-უკრაინის  ომთან დაკავშირებით მედიასთან  კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ  პუტინს იმედი აქვს, ომს კიდევ უფრო გააჭიანურებს.
,,პუტინს იმედი აქვს, რომ ამ ომს კიდევ უფრო გააჭიანურებს. ის ახალ მობილიზაციასა და ახალ დარტყმებს ამზადებს. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ნამდვილ განზრახვებს, ვაერთიანებთ პარტნიორებს და ზეწოლას ვაძლიერებთ აგრესორზე.

ამ ეტაპზე, 100%-ით ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როდის გამოიღებს შედეგს ჩვენი ყველა დიპლომატიური ძალისხმევა, როდის მიაღწევს უკრაინის მიერ დაწესებული გრძელვადიანი სანქციები, ჩვენი დარტყმები და პარტნიორების სანქციები ზეწოლის ისეთ დონეს, რომ რუსეთს მშვიდობის გარდა სხვა ალტერნატივა აღარ დარჩეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ზამთრამდე, შემოდგომაზე მოხდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *