ფერმერებისთვის სავაჭრო ჯიხურები დამზადდა
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ მიერ სამინისტროს პროგრამების ფარგლებში მოსარგებლე ფერმერებისთვის სავაჭრო ჯიხურები დამზადდა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ ბერიძესთან ერთად, 10 ერთეული სავაჭრო ჯიხური ფერმერებს გადასცა.
პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერას, მათთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, შემოსავლების ზრდის ხელშეწყობასა და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას. აღნიშნული ინიციატივა ფერმერების ხელშეწყობის მიზნით მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მინურ პაქსაძე, მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე და „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი.