By
დონალდ ტრამპი: მინდა, ირანს გამანადგურებელ დარტყმამდე ყველა შანსი მივცე
,,სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ცდილობს, ირანს მოლაპარაკებებისთვის შანსი მისცეს, ვიდრე გამანადგურებელ დარტყმებს განახორციელებს.
„ვფიქრობ, შესაძლოა, რაღაც შედეგს მივაღწიოთ. მინდა, გამანადგურებელ დარტყმამდე მათ ყველა შანსი მივცე… ძალიან ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ხალხს შანსს ვაძლევ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ტრამპმა გასულ ღამეს ირანზე დაგეგმილი იერიშები გააუქმა.