კახა კალაძე – ,,ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის პარტიაა
თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დღეს დაგეგმილ პარტიულ ყრილობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პარტია უკვე საინტერესო აღარ არის და იგი უკვე წარსულია.
მისი განცხადებით, ეს პარტია დანაშაულებრივი ჯგუფია.
„„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საინტერესო, ეს არის წარსულის პარტია, ეს არის ის დაჯგუფება, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა და მათ ყველას დაანახეს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს კი ოპოზიციაში ყველას აჩვენებენ იმის მაგალითს, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის დანაშაულებრივი დაჯგუფება. დღეს აგვისტოს ომზე ვსაუბრობთ და კიდევ გავიმეორებ – თავიანთი პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით რაც იკადრეს და გააკეთეს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედება“, – განაცხადა კახა კალაძემ.