„ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც“
By

„ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც“

„ივნისის თვეში გვქონდა კარგი მაჩვენებელი – 8,6% იყო ეკონომიკური ზრდა. ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სამომავლოდაც“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკის ისეთმა დარგებმა, როგორიც არის დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საფინანსო, სადაზღვევო სექტორი.

„ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების პარალელურად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გაზარდეს თავიანთი პირვანდელი პროგნოზი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეს შედეგები არის ერთი მხრივ, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და მეორე მხრივ, იმის შედეგი, რომ ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე. ქვედა დონეზე მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა კორუფციასთან საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ პრინციპული გარდატეხა შევიტანეთ მართვის სისტემაში. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც, გარდა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს. მათი წარმატებული მუშაობის შედეგია ეს წარმატებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

  • No Comments
  • აგვისტო 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *