პრემიერი ელჩს  – ნატალია კორძაიას შეხვდა
By

პრემიერი ელჩს  – ნატალია კორძაიას შეხვდა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატალია კორძაიას შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

უწყების ცნობით, ნატალია კორძაიას მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს. 2023 წლიდან ეკავა მილანში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობა. წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში. იყო კონსული ისრაელის სახელმწიფოში, კანადასა და იტალიაში, ასევე, სხვადასხვა დროს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას.

  • No Comments
  • აგვისტო 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *