სამუშაო შეხვედრა – ქობულეთში
By

სამუშაო შეხვედრა – ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ, შეხვედრაში მონაწილე პირებს გააცნო სამსახურის საქმიანობა, არსებული მიღწევები და გამოწვევები.

ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით, სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე. საუბარი ასევე, შეეხო მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დაისვა კითხვები სატელეკომუნიკაციო სერვისებთან დაკავშირებული აქტუალურ საკითხებზე.

  • No Comments
  • აგვისტო 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *