მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს  ელჩს შეხვდა
By

მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს  ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატალია კორძაიას შეხვდა. პრეზიდენტმა მას დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.  ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მექსიკის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

მიხეილ ყაველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღირსეულად წარმოდგენა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ეფექტიანი განხორციელება უსურვა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *